ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დახმარებისთვის 300-მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა – ამის შესახებ სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი, სადაც წერია, რომ აღნიშნული პირები და კომპანიები რუსეთს საშუალებას აძლევენ, გააგრძელოს საომარი მოქმედებები და აიცილოს სანქციები.
უწყების ცნობით, სანქციები უწესდებათ როგორც რუსეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და კარიბის ზღვის აუზში მყოფ პირებსა და კომპანიებს.
“რუსეთის ომის ეკონომიკა ღრმად არის იზოლირებული საერთაშორისო ფინანსური სისტემებისგან, რიდ გამოც კრემლის სამხედროებს სასოწარკვეთილად სურთ გარესამყაროსთან წვდომა… დღევანდელი ქმედებები ურტყამს მათ საერთაშორისო მასალებისა და აღჭურვილობის დარჩენილ მისაღებ გზებს, მათ შორის მესამე ქვეყნებიდან კრიტიკულ მარაგებზე მათი დამოკიდებულების ჩათვლით. ჩვენ ვზრდით რისკს ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ეხება რუსეთის საომარ ეკონომიკას და აღმოფხვრის აცილების გზებს და ვამცირებთ რუსეთის შესაძლებლობას ისარგებლოს უცხოური ტექნოლოგიების, აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფისა და IT სერვისებზე წვდომით. რუსეთი ყოველდღე აგრძელებს იპოთეკის დადებას თავისი მომავლისთვის, რათა გააგრძელოს თავისი უსამართლო ომი უკრაინის წინააღმდეგ,” – განაცხადა ხაზინის მდივანმა ჯანეტ ლ. იელენმა.