დასავლეთ საქრთველოში სტიქიის შედეგებს ითვლიან. გადაუღებელი წვიმისა და ძლიერი სეტყვის გამო, მოსავალია განადგურებული. დაისეტყვა სახნავ-სათესი სავარგულები, ვენახები და ხეხილის ბაღები, დატბორილია სახლები. ზოგიერთ სოფელში ძლიერი ქარის გამო სახლები სახურავის გარეშე დარჩა. ყველაზე რთული ვითარება ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებშია.
სტიქიის ეპიცენტრში მოხვედრილი ხალხი დახმარებას ითხოვს.
პომიდორი, ლობიო, ყანა მქონდა ძვირფასი, ვენახი, ტალავერი არაფერი აღარ ვარგა. სულ გაასწორა მიწასთან. მოსავლის გარეშე დავრჩით. დააზიანა სახურავი და ყველაფერი. დახმარება გვჭირდება, მაგრამ ვინ დაგვეხმარება, ვინ იქნება ჩვენი პატრონი?, – ამბობს ადგილობრივი.
სტიქიის მძმე შედეგებზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
100%-ით გაგვინადგურდა ყველაფერი. მსგავსი არ მახსოვს, წარღვნა იყო. ამერიკაში რომაა ტორნადო, იმის მსგავსი იყო, ატრიალებდა ყველაფერს, ფოთოლს, ხეს, ყინულს, – ამბობს ადგილობრივი.
ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა ახლად რეაბილიტირებულ რიკოთის გვირაბთანაც. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ურელტეხილზე საავტობობილო ესტაკატებს მიწა გამოეცალა და ლაფი ჩამოვიდა.
წყარო- ტელეკომპანია პირველი