“ოცნების” დეპუტატის, ელისო ბოლქვაძის თქმით, მოქალაქეები წყევლიან და აგინებენ.
რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი ფოტო-სქრინებს აქვეყნებს, სადაც შეურაცხმყოფელი ფრაზები ჩანს.
ასეთ სამარცხვინო და მუქარის შემცველ მესიჯებს მიგზავნიან ტელეფონზე სხვადასხვა ქვეყნებიდან!
❌ბულინგის კიდევ ერთი მხილება!
❌ყველა გაშიფრული ხართ საერთაშორისო ორგანიზაციებში!
❌ეს არის მათი სახე-ნამდვილი ფაშისტები!”- ამბობს დეპუტატი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ელისო ბოლქვაძემ “შაბათის ეთერს” განუცხადა, რომ ამერიკული სანქციები არ ადარდებს, და რომ მისთვის მთავრია თბილისსა და პარიზს შორის ფრენა ვინმემ არ შეუზღუდოს, ამიტომ ეიმედება, რომ შანზელიზეს ბრენდულ მაღაზიებში, მას როგორც რუსული კანონის ქომაგს არ ამოიცნობენ და არ ეტყვიან უარს, მისი რჩეული ბრენდების მიყიდვაზე.