საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისი ქალიშვილის ქეთევან გორჯესტანის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ერთ-ერთი სატელევიზიო ჩართვის დროსაა გადაღებული.
„ქეთევანი ნასას კაპ კანავერალიდანსფეის იქსი მისიის გაშვებამდე. თბილისის დროით 13.49 ! Cap Canaveral Kethevan at the launch of the Soacex Mission. Next time she might get on board,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ქეთევან გორჯესტანი ფრანგული ტელეკომპანიის, France 24-ის ჟურნალისტია. ის რეპორტიორი და სპორტული რედაქტორია, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე აკეთებს სიუჟეტებს და ასევე, უძღვება გადაცემებს.