სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, გოგებაშვილის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ბარნოვის, ივანე კერესელიძე და თეიმურაზ ჩირგაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), გუდაუთის, გვეტაძის, დავით ბაქრაძის, სტანისლავსკის, გოგოლაურის, კვინიტაძის, ხოშარაულის, კოროშინაძის, ზესტაფონის, ტყიბულის, სოხუმის, ზუგდიდის, კერესელიძის, აგლაძის, ელიავას, ვანის, თევდორე მღვდლის, ცემის, კედიას, ევდოშვილის, სამტრედიის, ყიფიანის, ბაგრატიონის, გაფრინდაულის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიწის, პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ხვალ თბილისის ნაწილს მთელი დღით წყალმომარაგებაც შეიწყდება.
გლდანი, მუხიანის დაჩები ნეკრესის N14-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/6/2024 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ნეკრესის ქუჩას.
სამგორის რაიონში, სოფ. ნასაგური,სატუმბო სადგურთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/6/2024 16:00-დან 6/6/2024 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ:წინუბანს და ნასაგურს.
საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომი, ასმათის ქ.N59-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 6/6/2024 13:45 დან 6/6/2024 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ.დიღომში- ნიკო ბურის, ნესტან-დარეჯანის, ასმათის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, რამაზის, ფატმანის, ერედვის და ხატაეთის ქუჩებს. აღნიშნულ გამორთვას დაემატება სტრაბონის 1 ნომერი.
ნაძალადევის რაიონში, ზიგზაგის 2 ქ.N7-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 6/6/2024 13:30 დან 6/6/2024 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ზიგზაგის შესახვევს.
გლდანის რაიონში, ავჭალა 2, სანდრო ჟორჟოლიანის ქ. 1 ჩიხი,N5-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო,წყალი შეიზღუდა ავარიულად, წყალმომარაგება აღდგება 22:00 საათზე. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ჟორჟოლიანის ქუჩა, ხორავას ქუჩა, თაყაიშვილის ქუჩა, ღამბაშიძის ქუჩა, ვასაძე, შავგულიძის ქუჩებს.
ვაკის რაიონი, სოფ. თხინვალას აგარაკების სატუმბო სადგურთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/6/2024 12:00 დან 6/6/2024 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. თხინვალაში: აგარაკებს, წმინდა წყლის და შუა მინდვრის ქუჩებს.