“ქოცებო, ბიძინა, აი, ამას ნიშნავს ‘’დაუნ ვი დიქტეიტენ’’, რასაც შეგპირდით ის შეგისრულეთ,“ – ამ სიტყვებით მიმართავს შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს და სახდეპის მიერ გამოცხადებულ სანქციების პირველ პაკეტს ეხმიანება.
“ვიცოდი, რომ დღეს მილერი ამას განაცხადებდა, მაგრამ არ დავარღვიე საავტორო უფლება და არ დავასწარი. ეს არის დამდგარი შედეგი, რომელიც ამით არ გაჩერდება, გაგრძელდება და სავიზო სანქციები მოენატრებთა, როცა დაკარგავენ ამერიკაში ნაყიდ სასახლეებს, ინვესტიციებს, უძრავ-მოძრავ ქონებას, როდესაც მათი ოჯახის წევრები ჭორვილაში დაბრუნდებიან უკან, მერე გაახსენდებათ მშობლიური ძარღვი, ნიადაგი, საქართველო,“ – ამბობს ნათელაშვილი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, “ოცნების” წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.