თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო – აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რეგისტრაციის დაწყებიდან ერთი საათის მდგომარეობით, უკვე რეგისტრირებული იყო 3 500-მდე აღსაზრდელი.
“მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე დედაქალაქში არის საკმაოდ მაღალი, თუმცა, 2024 წელს საზაფხულო ბაღების, შესაბამისად, ვაკანსიების რაოდენობაც არის გაზრდილი 18 000-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, დარეგისტრირდება ყველა აპლიკანტი. ხოლო ადგილების
შევსების შემთხვევაში, მშობლებმა უნდა მიმართონ სასურველი ბაღის ადმინისტრაციას, რომელიც მათ დაეხმარებათ რეგისტრაციაში“ – აღნიშნულია განცხადებაში.