„ჩვენ განვაცხადეთ სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი ახალი მიდგომის შესახებ. ჩვენ ჯერ არ გამოგვიცხადებია სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ და ამაზე მეტს ვერ ვიტყვი, თუმცა ჩვენ არ ვიყოყმანებთ მათ სანქცირებაზე“,–ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე კითხვას, – ხომ არ არის თბილისის მერი კახა კალაძე შეყვანილი შეცდომაში, როცა ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რის გამოც დასანქცირდებიან.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის უფრო ადრინდელი განცხადებები, რომლის მიხედვითაც, აშშ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ქვეყნის განვითარების დასავლურ, დემოკრატიულ კურსს, რის საპასუხოდან აშშ დაასანქცირებს ამ პროცესის მონაწილე პირებსა და მათ ოჯახებს.
მილერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები გამოიწვევს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გადახედვას, მათ შორის, ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე, სავიზო სანქციებს.