ცვლილებები კანში:
ახალი ლაქა თქვენს კანზე ან ის, რომელიც იცვლის ზომას, ფორმას ან ფერს, შეიძლება იყოს კანის კიბოს ნიშანი. შეეცადეთ, კანი ხშირად დაათვალიეროთ და მასზე გაჩენილ ახალსა თუ ძველ ხალებს მიაქციოთ ყურადღება. თუ რაიმე უჩვეულო კვალი გაქვთ, ექიმმა შეამოწმოს თქვენი კანი. ისინი ჩაატარებენ გამოკვლევას და შეიძლება ამოიღონ პატარა ნაჭერი (ე.წ. ბიოფსია), რათა უფრო ახლოს დაათვალიერონ კიბოს უჯრედები.
შემაწუხებელი ხველა:
თუ არ ეწევით, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ხველა კიბოს ნიშანი იყოს. ჩვეულებრივ, ეს გამოწვეულია პოსტნაზალური წვეთებით, ასთმით ან ინფექციით. მაგრამ თუ თქვენი ხველა არ გაქრება ან სისხლი მოჰყვება ნახველს – განსაკუთრებით თუ მწეველი ხართ – მიმართეთ ექიმს.
ცვლილებები მკერდის არეში:
მკერდის ცვლილებების უმეტესობა კიბო არ არის. თუმცა მაინც მნიშვნელოვანია, აცნობოთ ექიმს მათ შესახებ და გადაემოწმოთ. აცნობეთ მათ ნებისმიერი ცვლილებების, გამონადენის, სიწითლის, გამაგრების, ან ტკივილის შესახებ მკერდში. ისინი ჩაატარებენ გამოკვლევას და შეიძლება შემოგვთავაზონ მამოგრაფია, MRI ან შესაძლოა ბიოფსია.
შებერილობა:
შეიძლება შებერილობის შეგრძნება თქვენი დიეტის ან თუნდაც სტრესის გამო. მაგრამ თუ ის არ გაუმჯობესდება ან თქვენ ასევე გაქვთ დაღლილობა, წონის დაკლება ან ზურგის ტკივილი, გაიარეთ შემოწმება. ქალებში მუდმივი შებერილობა შესაძლოა საკვერცხის კიბოს ნიშანი იყოს. თქვენს ექიმს შეუძლია გაგიკეთოთ მენჯის გამოკვლევა მიზეზის დასადგენად.
შარდვის პრობლემები:
ბევრ მამაკაცს ასაკის მატებასთან ერთად შარდვის პრობლემები აქვს, როგორიცაა უფრო ხშირად შარდვა ან სუსტი ნაკადი. ჩვეულებრივ, ეს არის გადიდებული პროსტატის ნიშანი, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება ნიშნავდეს პროსტატის კიბოს. ეწვიეთ თქვენს ექიმს გამოკვლევისთვის.
გადიდებული ლიმფური კვანძები:
თქვენ გაქვთ პატარა, ლობიოს ფორმის ჯირკვლები კისერზე, მკლავებში და სხეულის სხვა ადგილებში. როდესაც ისინი შეშუპებულია, ეს ხშირად ნიშნავს, რომ თქვენ ებრძვით ინფექციას, როგორიცაა გაციება ან ყელის სტრეპტოკოკი. ზოგიერთმა კიბომ, როგორიცაა ლიმფომა და ლეიკემია, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ამ სახის შეშუპება. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, რათა დადგინდეს მიზეზი.
სისხლი განავალში ან შარდში:
თუ ტუალეტში შესვლის სისხლს დაინახავთ, კარგი იქნება მიმართოთ ექიმს. სისხლიანი განავალი სავარაუდოდ შესალოა გამოიწვიოს ანთებულმა ვენებმა, რომელსაც ბუასილი ეწოდება, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ეს იყოს მსხვილი ნაწლავის კიბო. შარდში სისხლი შეიძლება იყოს ისეთი პრობლემა, როგორიცაა საშარდე გზების ინფექცია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს თირკმლის კიბო.
სათესლე ჯირკვლის ცვლილებები:
თუ სათესლე ჯირკვალში შეშუპება შენიშნეთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. უმტკივნეულო სიმსივნე სათესლე ჯირკვლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ნიშანია. თუმცა, ზოგჯერ მამაკაცებს შეიძლება ჰქონდეთ სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში. თქვენი ექიმი ჩაატარებს არეალის ფიზიკურ გამოკვლევას და შესაძლოა გამოიყენოს ულტრაბგერითი სკანირება, რათა ნახოს არის თუ არა სიმსივნე ან სხვა პრობლემა.
ყლაპვის პრობლემა:
გაციებამ ან ზოგიერთმა წამალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გართულება დროდადრო. თუ დროთა განმავლობაში არ უმჯობესდება, მიმართეთ ექიმს. ყლაპვის პრობლემა ასევე შეიძლება იყოს ყელის კიბოს ნიშანი ან პირსა და კუჭს შორის არსებული მილის, რომელსაც ეწოდება საყლაპავი. თქვენი ექიმი ჩაატარებს გამოკვლევას.
უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა
სისხლდენა, რომელიც არ არის თქვენი ჩვეული პერიოდის ნაწილი, შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით, მაგალითად, როგორიცაა ფიბროიდები ან თუნდაც ჩასახვის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი. მაგრამ უთხარით ექიმს, თუ გაქვთ სისხლდენა პერიოდებს შორის, სექსის შემდეგ ან გაქვთ სისხლიანი გამონადენი. ეს არ არის ნორმალური და სასწრაფოდ უნდა შემოწმდეს.
პირის ღრუს პრობლემები:
ცუდი სუნიდან დაწყებული კიბოთი დამთავრებული, პირის ღრუში ცვლილებების უმეტესობა არ არის სერიოზული. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ თეთრი ან წითელი ლაქები ან წყლულები პირში, რომლებიც არ განიკურნება რამდენიმე კვირის შემდეგ – განსაკუთრებით თუ ეწევით – მიმართეთ ექიმს. ეს შეიძლება იყოს პირის ღრუს კიბოს ნიშანი.
წონის კლება:
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაიკლოთ, როდესაც შეცვლით კვების ან ვარჯიშის მეთოდს. ეს ასევე შეიძლება მოხდეს, თუ გაქვთ სხვა სირთულეები, როგორიცაა სტრესი ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. მაგრამ არ არის ნორმალური 10 ფუნტის ან მეტის დაკლება მცდელობის გარეშე. არსებობს შანსი, რომ ეს იყოს პანკრეასის, კუჭის, საყლაპავის, ფილტვის ან სხვა ტიპის კიბოს პირველი ნიშანი.
ცხელება:
სიცხე, როგორც წესი, ცუდი არ არის. ზოგჯერ ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ თქვენი სხეული ებრძვის ინფექციას. ეს ასევე შეიძლება იყოს ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. მაგრამ ის, რომელიც არ გაქრება და არ აქვს აშკარა მიზეზი, შეიძლება იყოს სისხლის კიბოს ნიშანი, როგორიცაა ლეიკემია ან ლიმფომა.
გულძმარვა ან საჭმლის მონელების დარღვევა:
თითქმის ყველას აქვს წვის შეგრძნება ხანდახან, ხშირად დიეტის ან სტრესის გამო. თუ ცხოვრების წესის ცვლილება არ მუშაობს და თქვენი საჭმლის მონელების დარღვევა არ ჩერდება, ექიმმა შეიძლება მოისურვოს გარკვეული ტესტების გაკეთება მიზეზის მოსაძებნად. ეს შეიძლება იყოს კუჭის კიბოს ნიშანი.