დიზაინერი გიორგი ქებურია დეპუტატ ნინო წილოსანის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ წილოსანს მწვანე პიჯაკი აცვია. როგორც ირკვევა, პიჯაკი ქებურიას დიზაინითაა შექმნილი.
“ჩემი პიჯაკი რომ მოგიცვამს, ქვეყნის მტერო! კი ულამაზესია, მაგრამ ელგებედეა ეგ პიჯაკი და რამე არ გადმოგედოს, ნინო” – წერს დიზაინერი.
ქებურიას აღნიშნულ განცხადებას ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში უპასუხა. დეპუტატის პასუხი კი ასეთია:
“ახლა ცოტა რომ განვიტვირთოთ, გიორგი ქებურია, უდავოდ ნიჭიერი დიზაინერი ხარ. ამას ისიც ადასტურებს, შენი პიჯაკი რომ “მომიცმია”. შენი პირადი ცხოვრება საერთოდ არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს დავინტერესდები ამით. პიჯაკი კი ნამდვილად ლამაზია”, – წერს წილოსანი.
უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ პლატფორმაზე „ტიკ ტოკი“ გამოეხმაურა დების ქეთა და თათო ქარჩავების ვიდეოს, რომელშიც ერთ-ერთი და ამბობს, რომ ნინო წილოსანის მწვანე პიჯაკი უნდა შეიძინოს, რათა თბილისში მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჩაიცვას.
აღნიშნული ვიდეოს ნახვის შემდეგ ნინო წილოსანი ამბობს, რომ დიზაინერ გიორგი ქებურიას მწვანე პიჯაკს ათამაშებს.
დღეს კი, დეპუტატმა პიჯაკი გაათამაშა და მას ქუთაისში, ორსულ ქალბატონს უგზავნის.