გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
ქვეყნის მასშტაბით 22 აპრილის პროგნოზი კი ასეთია:
ბათუმსა და ფოთში +14 გრადუსი იქნება.
14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი სოხუმშიც.
ზუგდიდში ჰაერი 16 გრადუსამდე გათბება.
+20 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.
15 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში.
ლენტეხში +15, ცაგერში +14, ამბროლაურში კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.
14 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.
გორში +16 გრადუსია ნავარაუდევი.
19 გრადუსი სითბო იქნება თბილისში.
რუსთავში +22 გრადუსია მოსალოდნელი.
20 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში.
სიღნაღში 21, ხოლო ყვარელში 22 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.