Monday, August 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკვები ნივთიერებები, რომლებიც ტვინის დაბერებას ანელებს – ნახეთ ჩამონათვალი

May 31, 2024
საკვები ნივთიერებები, რომლებიც  ტვინის დაბერებას ანელებს – ნახეთ ჩამონათვალი

იმაში უკეთ გარკვევა თუ როგორ ვბერდებით, დიდხანს სიცოცხლესა და სიბერეში ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. და, აი, ახლა მეცნიერებმა საკვები ნივთიერებები ტვინის დაბერების სიჩქარესთან დააკავშირეს.

ილინოისისა და ნებრასკას უნივერსიტეტების მკვლევრებმა 65-67 წლის 100 ადამიანის თავის ტვინის სკანირების შედეგები მიღებულ საკვებ ნივთიერებებს შეადარეს. მკვლევრები ტვინის დაბერებასა და საკვებ ნივთიერებებს შორის კავშირს ეძებდნენ.

მათ ტვინის დაბერების ორი განსხვავებული ტიპი გამოავლინეს. ნელი დაბერება ხმელთაშუაზღვიური რაციონის მსგავს საკვებთან დაკავშირებული აღმოჩნდა. ამ დიეტაზე წინა კვლევებმაც აჩვენა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენი სხეულისთვის.

“ჩვენ კონკრეტული საკვები ბიომარკერები შევისწავლეთ, მაგალითად, ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ეს იმ კვლევებთანაა თანხვედრაში, რომლებიც ხმელთაშუაზღვიური რაციონის დადებით ეფექტებზე უთითებს”, — ამბობს ლინკოლნის უნივერსიტეტის მეცნიერი, არონ ბარბი.

მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერები მხოლოდ კვლევის მონაწილეების სიტყვებზე არ იყვნენ დამოკიდებული. მათ სისხლის ნიმუშები აიღეს და საკვების ბიომარკერებს შეადარეს. ამით ზუსტად განისაზღვრა ის, თუ რას ჭამდნენ და სვამდნენ ხანშიშესული პირები.

ისეთი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც თევზსა და ზეითუნის ზეთში შედის ცალსახად დადებით როლს ასრულებდა. ასევე სასარგებლო იყო ანტიოქსიდანტები, რომლებიც ისპანახსა და ნუშში გვხვდება. სასარგებლო იყო კაროტინოიდებიც, რომლებიც სტაფილოსა და გოგრაში არსებული მცენარეული პიგმენტებია. ტვინის ნელა დაბერებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასარგებლო ბიომარკერი აღმოჩნდა, ესაა ქოლინი, რომელიც დიდი ოდენობით კვერცხის გულში, ორგანულ ხორცში და ნედლ სოიაში გვხვდება.

მკვლევრებმა ტვინის დაბერების განსაზღვრა მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებებითა და კოგნიტიური შესაძლებლობების შეფასებებით მოახდინეს.

“ამით ჩვენ უფრო მეტი გავიგეთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს საკვები ტვინის დაბერებაზე”, — აღნიშნეს მკვლევრებმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა” – ნინო დათაშვილის წერილი ციხიდან
  • “კიდევ ერთხელ მშვიდად შეგახსენებთ, რომ სასამართლოში ხართ და არა ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში” – თამარ მჭედლიშვილი
  • “ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი დიდი ხანია გადაკვეთა” – რუსუდან თევზაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge