“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დიღმისა და გლდანის რაიონში 393 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება 15:00 საათზე აღდგება.
რაც შეეხება წყალმომარაგების შეზღუდვას:
31 მაისს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N63-ის მიმდებარედ, სათავე ნაგებობის მაგისტრალურ ქსელსა და განშტოებებზე, რომელიც ვარკეთილის, ვაზისუბნისა და ლილოს დასახლებებს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, პარალელურად ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განხორციელდება ისანი-სამგორის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 31 მაისს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
სამუშაობი დავითაიას ქუჩაზე და მაგისტრალური ქსელის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად ჩატარდება, შეიცვლება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთები განახლდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 31 მაისს, დღის 12:00 საათიდან 01 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონს I კვარტალს, II კვარტლის N1-8 , IV და V კვარტალს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), მეკოკიშვილის ქუჩებს; საქნავთის, სადგური ლილოს, ლოჭინოს, ნასაგურს, ორხევის და თეთრიხევის დასახლებებს, ვაზიანის სამხედრო დასახლებას და ვარკეთილის მეურნეობას; სოფლებს – წინუბანს, დიდი ლილოს და გამარჯვების ნაწილს.
ვარკეთილის ზემო პლატოს, გახოკიძის, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, კალოუბნის, კახეთის გზატკეცილის N 65-87, ქიზიყის ქ. N19-33, N12-22, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, ჯავახეთის ქუჩის N1, 3, 59, ჯავახეთის II და III შესახვევს, თვალჭრელიძის N2-ს; აეროდრომის დასახლებას, სამხედრო დასახლების II ქუჩას.
ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონებს, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტალს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, ხელოვანთა, ქისის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, პილსუდსკის, სულაქველიძის, მხტვრების, ანჩაბეთის, კვიპაროსის, მუსხელიშვილის ქუჩებს, წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევს და აჩაბეთის ქუჩას თავის შესახვევებით.