თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – ღამით, შეშელიძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. როგორც ცნობილია, მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: “მთავარი არხი”