Tuesday, August 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ კანონის მიღება არის ბოროტება ყველა იმ ბავშვის მიმართ, ვისაც შეექმნება პრობლემა ევროპაში და შეფერხდება მისი მკურნალობა” – “ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები”

May 29, 2024
“ამ კანონის მიღება არის ბოროტება ყველა იმ ბავშვის მიმართ, ვისაც შეექმნება პრობლემა ევროპაში და შეფერხდება მისი მკურნალობა” – “ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები”

“როცა მთავრობა იმ ორგანიზაციებს და ადამიანებს აცხადებს აგენტებად ვინც მართლა სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენი შვილების უფლებებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენი რეგისტრაცია ამ სიაში იგივე დონის საქციელი არ იქნება რაც ჩაიდინა 84-მა მოღალატემ?! ასეთ პირობებში ვერც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მოღვაწეობას და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი ამ ქვეყანაში”–ამის შესახებ განცხადებას საქველმოქმედო ორგანიზაცია “ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები” ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, ევროპამ გადაარჩინა ასეულობით ონკოპაციენტი ბავშვი მაშინ, როცა საქართველოში მათი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა.

“ჩვენი ორგანიზაცია იყო და არის ევროპული ღირებულებების მატარებელი! ჩვენი დაარსების დღიდან ამომავალი წერტილი იყო ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები და მათი პირველადი, სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების მიღებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში!

გუშინ საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო დღე იყო. რუსული კანონის მიღებით დავშორდით ევროპას, ევროპულ ფასეულობებსა და ადამიანის უფლებების ცნებას.

საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ნათელი მომავალი რომელიც გვინდა ჩვენი შვილებისთვის!

ევროპული ჯანდაცვა არის ის რისთვისაც ვიბრძვით! ევროპამ გადაარჩინა ასეულობით ონკოპაციენტი ბავშვი მაშინ, როცა საქართველოში მათი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა.

ევროპა ესახება იმედად ყველა მშობელს რომლის შვილიც სიცოცხლისთვის იბრძვის საქართველოში თუ თურქეთში. ევროპა ითვლება ყოველთვის გამოსავლად სასოწარკვეთილი მშობლისთვის, ის ცივილიზებული სამყარო, რომელსაც დავშორდით რუსული კანონის მიღებით.

როგორც ჩანს ჩვენს მთავრობას პარტნიორებად ესახება ისეთი ქვეყნები როგორიცაა რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ა.შ.

გინახავთ ადამიანი ვინც ჩვილი სამკურნალოდ რუსეთში ან ირანში წაიყვანა?

ამ კანონის მიღება არის ბოროტება ყველა იმ ბავშვის მიმართ ვისაც შეექმნება პრობლემა ევროპაში და შეფერხდება მისი მკურნალობა ჩვენი მთავრობის ქმედებების გამო!

ბოროტებაა ყველა იმ ბავშვის მიმართ ვინც ვერ წავა ევროპაში და ვერ მიიღებს უმაღლესი ხარისიხს სამედიცინო მომსახურებას, მაშინ როცა მილიონრების შვილები ისევ იფრენენ თითის ატკიებაზეც ევროპის და ამერიკის კლინიკებში.

ჯანდაცვის სისტემის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან არის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის მიზანი. დღეს ეს მიზანი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

ვის ამარა ვტოვებთ ბავშვებს?! რუსეთის?! ქვეყნის რომელმაც უკრაინაში ბავშვთა ონკოლოგიური გამყოფილება გამიზნულად დაბომბა?

ჩვენი ორგანიზაცია არსებობს სწორედ ამერიკელი და ევროპელი ხალხის მხარდაჭერით! დღეიდან ეს მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ჩვენ არ ვაპირებთ რეგისტრაციას უცხოური ძალების გავლენების აგენტად არანაირ და არცერთ რეგისტრში. ყველა იმ ადამიანის გასაგონად ვინც გვეუბნება, რომ ეს კანონი ბავშვებს და შშმ პირებს არ შეეხებათ – თქვენ უბრალოდ არ და ვერ გაიგეთ ამ ბრძოლის არსი და აზრი. როცა მთავრობა იმ ორგანიზაციებს და ადამიანებს აცხადებს აგენტებად ვინც მართლა სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენი შვილების უფლებებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენი რეგისტრაცია ამ სიაში იგივე დონის საქციელი არ იქნება რაც ჩაიდინა 84-მა მოღალატემ?!

ასეთ პირობებში ვერც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მოღვაწეობას და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი ამ ქვეყანაში.

ამ კანონმა უკვე მოახერხა და ყველას ოჯახში და ყველას სულში დაიწყო ხელების ფათური. ჩვენს საყვარელ ადამიანებს დაუკარგა სიმშვიდე და დააწყებინა ყველა საღად მოაზროვნე ახალგაზრდას ქვეყნიდან წასვლის გეგმაზე ფიქრი….

სამწუხაროა, რომ ჩვენს ორგანიზაციას ამის დაწერა, ახსნა და გაჟღერება უწევს! რადგან ეს არის ის პოზიცია რაც უთქმელადაც აქვს უმრავლესობას.

ჩვენი შვილების ბედი წყდება დღეს, თუ კიდევ არსებობს შანსი ეს ქვეყანა ნათელ მხარეს მობრუნდეს…

ბოდიში ასეთი პესიმისტური ტექსტისთვის, მაგრამ ესაა რეალობა. ახლა თქვენით გადაწყვიტეთ ვინ დარჩებით ჩვენს მხარდამჭერებად და ვინ არა,” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!”- მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი მსვლელობა იმართება
  • როგორ ეხმიანება ელისაშვილი რუსეთის მიერ მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას
  • შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge