სოციალურ ქსელში ტრისტან სარალიძის უკანასკნელი კადრები ვრცელდება. მსახიობს მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან:
“გული დამწყდა…ნათელი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს..”, “დიდებული ადამიანი იყო… ყველას გული დაგვწვიტა”, “კარგი მსახიობი და კარგი ადამიანი… ყველასთვის ძვირფასი მეგობარი აღარ გვყავს” – წერენ სოციალურ ქსელში ტრისტან სარალიძის ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ 69 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ფილტვის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი ტრისტან სარალიძე, რომელიც სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა.
@kobkakiahvili3♬ Le vent, le cri – Ennio Morricone