რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დადებიტად შეაფასა.
“უცხოური აგენტების შესახებ კანონზე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით, საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა ხასიათი და სიმწიფე!“ – წერს ტელეგრამის პირად არხზე.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.