ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობამ რუსული კანონის მიღებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი.
“ქართველ ხალხს თვალი ჰქონდა ევროპულ მომავალზე, რომელიც ახლა მთავრობამ საფრთხის ქვეშ დააყენა უცხოური აგენტების კანონის მიღებით. ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად აირჩია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება,” – წერს მინისტრი.
შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ამის შემდეგ რუსული კანონის თავდაპირველ ვერსიას ეყარა კენჭი, რომელსაც მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 4 მათგანი წავიდა.
რუსული კანონის მიღებას საზოგადოების დიდი ნაწილი რუსთაველის გამზირზე აპროტესტებს. მოქალაქეები ხელისუფლებისგან კანონის გაუქმებას მითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ უკან დახევას.
The people of Georgia had their eyes set on a European future, which the Government has now put in jeopardy with the passing of the foreign agent law. Regret that the Government has effectively chosen to halt the Euro-Atlantic integration of Georgia 🇬🇪 pic.twitter.com/2BQkdh1s37
— Þórdís Kolbrún Reykfjörð Gylfadóttir🇮🇸 (@thordiskolbrun) May 28, 2024