ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ამის შემდეგ რუსული კანონის თავდაპირველ ვერსიას ეყარა კენჭი, რომელსაც მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 4 მათგანი წავიდა.
პროცედურულად, კანონი ახლა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუ სალომე ზურაბიშვილი 5 დღის ვადაში ხელს არ მოაწერს მას, დოკუმენტი ისევ პარლამენტში დაბრუნდება და უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში.
“ოცნებამ” 17 აპრილს რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, 1-ელ მაისს, მეორე მოსმენით მიიღო, ხოლო 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.