სამტრედიის მეორე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„რთული ყოფილა სკოლის აღზრდილზე გამოსათხოვარი სიტყვის წარმოთქმა. მიუხედავად დროის გავლისა, ბატონ ბონდოს არასოდეს გაუწყვეტია კავშირი მშობლიურ სკოლასთან. ის რეგულარულად ამარაგებდა სკოლის ბიბლიოთეკას წიგნებით. ხშირად გვსტუმრობდა ღონისძიებებზე. დღესაც ამშვენებს სკოლას ბონდო მაცაბერიძის სახელობის საკლასო ოთახი, სადაც ინახება მისი პირადი არქივი: სიგელები, ჯილდოები, მედლები…
ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება სკოლის კედლებზე, მოსწავლეების მიერ შექმნილ კედლის გაზეთებზე, მისი ბიოგრაფია,შემოქმედება და მოღვაწეობა.
გემშვიდობებით!
მშობლიური სკოლა გპირდება, რომ თქვენი სახელი როგორც ახლა, ისე მომავალშიც ეცოდინება მომავალ თაობას!ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს ბატონი ბონდო მაცაბერიძის გარდაცვალებას!“ – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.