მესამეპრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი “ქართულ ქარტიასთან” დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გეგმას ეხმინება.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის პრეზიდენტის სამოქმედო გეგმას მიესალმება.
“მე, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას, ისევე როგორც, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს”, – დაწერა მან.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოპოზიციურ პარტიებს “ქართულ ქარტიას” და სამოქმედო გეგმას სთავაზობს. პრეზიდენტის თქმით, სამოქმედო გეგმა სწორედ “ქართული ქარტიის” ირგვლივ გაერთიანებაა, რომლის პუნქტების შესრულებაც, მისი თქმით, არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ საქართველოს დემოკრატიისთვისაა აუცილებელი. ზურაბიშვილის თქმით, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა და ქვეყანაში უნდა იყოს სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა.