ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მძიმე სენს ებრძოდა.
“სურამისა და ხაშურის ეპარქიის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ეპარქიის სტიქაროსნის, თორნიკე ტაბატაძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ დიდ ტკივილს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს სული მისი, მშობლებსა და ახლობლებს კი მიანიჭოს მხნეობა და ძალა მისთვის ლოცვისა.
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!”