საბურთალოზე, ბურძგლას ქუჩის 80 ნომერში, ძლიერი წვიმის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა. როგორც ადგილობრივები გვატყობინებენ, დაზიანდა ავტომანქანა. დაშავებული არავინაა. შემთხვევის ადგილას ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.
იქვე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ ტერიტორია უსაფრთხო არაა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.