აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სამთავრობო მედიის, აპსნიპრესის ცნობით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ აპრილამდე “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის”, ანუ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისთვის 3 ათასი ადამიანი დააკავეს.
აპსნიპრესი წერს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ, რუსტამ ლაპიტოვმა უშიშროების სამსახურის, საბაჟოს, გალის რაიონის ხელმძღვანელობისა და აფხაზეთში რუსეთის FSB-ს საოკუპაციო წარმომადგენლობის შეხვედრაზე გაასაჯაროვა.
მისი განცხადებით, “ენგურის საგუშაგო ტექნიკურად გაიმართა, რაც მათ საშუალებას აძლევს, რაც აფხაზ და რუს მესაზღვრეებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად გააკონტროლონ სატვირთო მანქანები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის სარემონტო სამუშაოებში არიან ჩართულები”.
გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა.
პენსიის ასაღებად თუ სხვა საჭიროებებისთვის გალის მცხოვრელბელი ზუგდიდში გადმოსვლას მდინარე ენგურის გადალახვით ცდილობენ, რითაც ისინი სიცოცხლით და ჯანმრთელობით რისკავენ.