„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„24 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის III მ/რ, I კვ. N4-თან მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 24 მაისის 12:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ნუცუბიძის 3 მ/რ-ს მე-2 და მე-3 კვარტლებს და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია
თბილისის ნაწილს ხვალ მთელი დღის განმავლობაში ელექტროენერგიაც შეეზღუდება.
კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გრიშაშვილის, ისპაჰანლის, დიდი ხეივნის, გულუას, კალანდაძის, ნადიკვარის, სოლომონ მეორეს და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიახვის, ნაგომარის და ჟინვალის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოჟიოს, მიროტაძის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, კვაჭაძის და კაპანელის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შორაპნის, აწყურის, კოშკოვანის, ძევერის, ლოსაბერიძის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აბაშვილის, გახოკიძის, ბერიაშვილის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ქებურიას, დავითაშვილის და ხვედელიანის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის და ავალიშვილის ქუჩების მოსახლეობას.