ქართული ოცნების დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტზე, The News Agents-ზე გლობალური ომის პარტია მასონებს შეადარა, რომლებსაც მიის თქმით “მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ”.
მან არ იცის ამ ჯგუფის წევრები პიროვნულად ვინ არიან, თუმცა მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ დასავლეთის ომში ჩათრევის შეთქმულება არსებობს.
“ეს არის რაღაც, რაც… გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ, საგარეო ურთიერთობებში ვარ ჩართული და როცა პარტნიორებთან მაქვს საქმე, ამბობენ, რომ კარგია და კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმაც… ცალკე მდგომი ძალაა, რომლებსაც პირადულად არ ვიცნობთ– განაცხადა ლაშხმა ინტერვიუს დროს ჟრნალისტის კითხვის საპასუხოდ.