თბილისში დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.
აქცია-პერფორმანსი 16:00 საათზე დაიწყება. შეკრების ერთი ლოკაცია ევროპის მოედანი იქნება, სადაც ლოზუნგით – „ხელი ჩავჭიდოთ გამარჯვებისთვის”, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.
კიდევ ერთი აქცია ვაჟა-ფაშაველას გამზირზე 17:00 საათზეა დაანონსებული. მომიტინგეების მიზანი ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირისა და ჟვანიას (გაგარინის) მოედნის პარალიზებაა.
შეგახსენებთ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები უკვე კვირების განმავლობაში მიმდიმარეობს. აქტივისტები მთავსობისგან კანონის უკან გაწვევას მოითხობს.