Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მათთვის, ვინც სამუშაოს ეძებს! – მსხვილ კომპანიებში 400-მდე ვაკანსიაა

April 17, 2021
მათთვის, ვინც სამუშაოს ეძებს! – მსხვილ კომპანიებში 400-მდე ვაკანსიაა

მათთვის, ვინც სამუშაოს ეძებს! – მსხვილ კომპანიებში 400-მდე ვაკანსიაა
დღეს, 16 აპრილს ბათუმში, პიაცას მოედანზე დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უმასპინძლა. ფორუმის მიზანი იყო, სამუშაოს მაძიებლებისთვის ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ხოლო დამსაქმებლებისთვის – სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

ამასთან დაკავშირებით “პრაიმტაიმს” სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური ესაუბრა, ფორუმში 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი 400-მდე აქტიური ვაკანსიით მონაწილეობდა. სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდანაა. საუბარია მსხვილ სასტუმროებზე, მათ შორის, „ოაზისზე“, „შერატონზე“, „ჰილტონზე“.

„ფორუმზე გურიის და აჭარის რეგიონებიდან იყვნენ დამსაქმებლები, ამიტომ, შეტყობინებები ჩვენს ბაზაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან გურიის რეგიონშიც დავაგზავნეთ. დღევანდელ ღონისძიებას 300-ზე მეტი დასაქმების მაძიებელი ესწრებოდა. დასაქმების სფეროა: სარესტორნო, სასტუმრო და ასევე, პროფესიული გადამზადების ცენტრები.

გვაქვს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, სადაც დარეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლები. ჩვენ ვახდენთ მათ პროფილირებას და შეფასებას განათლების, გამოცდილების მიხედვით და იმის გათვალისწინებითაც, თუ რომელ სფეროში სურთ დასაქმება. ამდენად, როდესაც სააგენტოში ვაკანსია შემოდის, შეტყობინებებს შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით ვგზავნით სამუშაოს მაძიებლებთან.

ამ შემთხვევაშიც ვცდილობთ, მაქსიმალურად მისადაგებულ აუდიტორიას გავუგზავნოთ შეტყობინებები ვაკანსიების შესახებ. თავად ფორუმს აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაწილეობით ვახორციელებთ, მათაც აქვთ სამუშაოს მაძიებლების ბაზა, თუმცა ჩვენს ბაზაში დარეგისტრირება ამ შემთხვევაში არაა აუცილებელი პირობა – ფორუმზე მოსვლის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს.

გვსურს, მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეს კარგი შესაძლებლობა. მოვიდნენ, დაინტერესდნენ ვაკანსიებით და თუ ორივე მხარის თანხმობა იქნება, დასაქმდნენ წარმატებით“ – ამბობს ველთაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge