თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშე – ასე მიმართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ რუსთაველის გამზირზე მდგარ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს.
მარგუს ცაჰკნამ ხაზგასმით უთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძლაში მარტო აღარასოდეს იქნებიან.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის თავისუფლების ფასი და ვიცით, რომ თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, სად იყოს და რა ღირებულებები ჰქონდეს და დაიცვას. მე ვიცი, რომ ჩვენ და ქართველმა ხალხმა გადავწყვიტეთ, რომ ერთნაირი ღირებულებები გქონდეს თავისუფლების დაცვისა.
ევროკავშირის და ნატოს წევრობის გარეშე, მე როგორც თავისუფალი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქ ვერ ვიდგებოდი.
ჩვენ ვიცით, როდესაც კარგავ არჩევანის თავისუფლებას, ქართველო ხალხო ჩვენ ყველა ვართ თქვენთან და თქვენ მარტო აღარასოდეს იქნებით. თქვენ როგორც ერმა გადაწყვიტეთ თქვენი გზა ევროპისკენ, ეს არის თქვენი ღირსეული ადგილი. ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გაგრძელდეს”, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.