აქტივისტი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, სადაც წერს, რომ გადაღებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ და პავილიონის ჩხრეკა დაიწყეს. ანა სუბელიანი საზოგადოებას მოუწოდებს, გამოცხადდნენ გურამიშვილის ქუჩაზე, სადაც ახლა გომელაურის უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.
სარეკლამო კომპანია “ლიმონში“ ჩხრეკა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, პოლიციას მათთვის არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს. მათი თქმით, ყველა თანამშრომელს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის ერთი წარმომადგენელი ესწრება. იმ დროს, როცა პოლიცია პავილიონში შევიდა იქ რეკლამის გადაღება მიმდინარეობდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ რეკლამაში 15-მდე ბავშვი მონაწილეობდა.