Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“როცა გააცნობიერა, რომ ძმა მოკლა, ვენების გადაჭრა სცადა, მერე ენგურში ხტებოდა” – მესტიის ტრაგედიის დეტალები

October 22, 2019
“როცა გააცნობიერა, რომ ძმა მოკლა, ვენების გადაჭრა სცადა, მერე ენგურში ხტებოდა” – მესტიის ტრაგედიის დეტალები

გუშინ საღამოს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა – ბესიკ (ბესო) არღვლიანმა ცივი იარაღით ძმა მოკლა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოკლული მამაკაცი – ლაშა არღვლიანი ცხუმარში ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი იყო.

“ბესიკი ლაშაზე უფროსია, ლაშა 42 წლის იყო. ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელად მუშაობდა. კვირას ძმები თანასოფლელის გასვენებაში იყვნენ, დაულევიათ, შინ დაბრუნებულებს კონფლიქტი მოსვლიათ, რასაც ეს უბედურება მოჰყვა.

არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა, როგორც ამბობენ, ბესოს ლაშასთვის რკინის ნაჭერი ჩაურტყამს ზურგში ისე ძლიერად, რომ მას ფილტვი და გული დაუზიანდა. ბევრი სისხლი დაკარგა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არცერთ ძმას არ ჰყავს ოჯახი, ორივეს უწესეიერეს ბიჭებად იცნობს მთელი სოფელი. ამ ოჯახიდან ხმამაღალი საუბარიც არასდროს გამოსულა, ძმები ერთმანეთზე გადაყოლილები იყვნენ და არ ვიცით, რა ეშმაკი შეუჩნდა ბესოს, რა მოხდა…

როცა ბესომ გააცნობიერა, რაც ჩაიდინა, თავის მოკვლა უნდოდა – ჯერ ვენების გადაჭრა სცადა, მერე ენგურში ხტებოდა, მაგრამ სოფლის ბიჭები დაეწივნენ და როგორღაც მოახერხეს მისი შეჩერება. სხვა დეტალები არ ვიცით და ვერც ვარკვევთ ჯერ, ვინაიდან ასეთი საშინელი ტრაგედიის გამო, მათ ოჯახში და მთელ სოფელშიც დიდი ცოდვის ტრიალია”, – ამბობს სოფელ ცხუმის მკვიდრი „კვირის პალიტრასთან”.

ოჯახის ერთ-ერთი ახლობლის თქმით, ძმების ჩხუბის მიზეზი ის გახდა, რომ ნასვამი ლაშა მანქანით ცდილობდა სახლიდან წასვლას, რასაც ბესო, დედასთან ერთად, ეწინააღმდეგებოდა. სამწუხაროდ, კონფლიქტი ასეთი ტრაგედიით დასრულდა.

ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, ამოღებულია დანაშაულის იარაღიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სად და რამდენი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ცოტა ხნის წინ საქართველოში?
  • “ბარამიძე ამბობს, რომ ის მხარე, რომელიც ებრძოდა საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მართალია. ჯერ ერთი, ტყუილია, რომ ეს ხდებოდა… – რას ამბობს გია ვოლსკი
  • “არ გრცხვენიათ, რა არ გახადეთ ბავშვი, მიმაყოლეთ მეც ბარემ…” – გურიკა დადიანიძის დედა ემოციურ მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge