“ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 11 მაისს მძიმე ავადმოფობის შემდეგ გარდაიცვალა ჩვენი ცენტრის დამსახურებული უფროსი მედდა, ღვაწლმოსილი და მაღალი პროფესიული და ადამიანური ღირსებებით შემკული, ყველასათვის ძვირფასი და საყვარელი ქალბატონი იზოლდა (იზო) კვაჭაძე.
ექთნების პროფესიული დღე ყველაზე მძიმე დანაკლისით დაგვატყდა თავს.
ხანგრძლივი ბრძოლა ვერაგ დაავადებასთან უთანასწორო გამოდგა ქ-ნი იზო კვაჭაძისათვის.
მძიმეა ჩვენი დანაკლისი, როგორც ადამიანური, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. ექთანთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ცენტრის დაარსებიდან დიდი ღვაწლის მქონე საიმედო თანამშრომელი, გულისხმიერი მეგობარი და ღირსეული ოჯახის დიასახლისი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს, თანამშრომლებს, კოლეგებსა და პაციენტებს ამ მძიმე დანაკლისს.
პანაშვიდი: 12, 13 მაისი
დაკრძალვა: 14 მაისს 14:00 საათზე
მისამართი: ქ. თბილისი, ავჭალა2, შალვა ნუცუბიძის N19” – წერს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი.