სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედი რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. On.ge-ს ინფორმაციით, არხიდან წასულთა შორის არც ერთი არ არის ახალი ამბებისა და პოლიტიკის ჟურნალისტი.
- სავარაუდოდ, მათ შორის, ვინც დატოვა იმედი, ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილიც არიან. ისინი წლების განმავლობაში უძღვებოდნენ არხის გასართობ გადაცემას პრაიმშოუ.
- ვინ წავიდა: ჩვენი ინფორმაციით, იმედი დატოვეს იმედის დილისა და პრაიმშოუს წამყვანებმა.
- ჩვენი ინფორმაციით, ტელევიზიიდან წავიდნენ დილის გადაცემის წამყვანები — ეკა ამირეჯიბი, ზურა ბალანჩივაძე და ნათია ორველაშვილი.