“დიდ პარასკევს, იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს, 91 წლის ასაკში ღვთივგანისვენა საჩხერის წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა დავითმა(კაციტაძე), რომელიც რამდენიმე ათეული წელი ღირსეულად ემსახურებოდა დედაეკლესიას.
ორშაბათს, 6 მაისს მამა დავითი გადასვენდება წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძარში.
10 საათზე აღევლინება საღმრთო ლიტურგია.
15:00 საათზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი(დათუაშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად შეასრულებს წესის აგებას.
სამშაბათს, 7 მაისს 10 საათზე აღევლინება საღმრთო ლიტურღია. 14:00 საათზე დეკანოზი დავითი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში არსებულ სასაფლაოზე.” – ინფორმაციას საჩხერის საკათედრო ტაძარი ავრცელებს.