Tuesday, September 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სიახლე მგზავრებისთვის – რა ინფორმაციას ავრცელებს დედაქალაქის მერია?

May 3, 2024
სასიხარულო სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 6 აპრილს ამოქმედდება

სიახლე მგზავრებისთვის – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მგზავრთა საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ძველი ვერსია 31 მაისიდან გაითიშება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განახლებული საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მუშაობის სატესტო რეჟიმი, რომელიც 25 მარტიდან ამოქმედდა, დასრულებულია.

მობილური აპლიკაციის აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობა, ორივე პლატფორმაზე, განახლებულ აპლიკაციას იყენებს, თუმცა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კვლავ ძველი სერვერების მომხმარებელია.

მიმდინარე წლის 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშება და აპლიკაციების მანამდე არსებული ვერსიები ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ისარგებლონ აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომლის გადმოწერასაც შეძლებენ, როგორც iOS-ის (https://itunes.apple.com/app/id1437141092), ისე Android-ის (https://play.google.com/store/apps/details?id=com.azry.wandio.ttc.android&hl=ka) მომხმარებლები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს.

განახლებული საინფორმაციო ვებგვერდითა და აპლიკაციით უკვე შესაძლებელია მგზავრობის დაგეგმვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმება. აპლიკაციის ახალი ვერსია მგზავრებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სიახლე, რომელიც 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება
  • ცნობილი მსახიობი სპორტდარბაზში მოულოდნელად გარდაიცვალა
  • ნეთანიაჰუმ ტრამპის “ყოვლისმომცველ გეგმას” მხარი დაუჭირა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge