აქციაზე უგონო მდგომარეობაში მყოფი სკოლის მოსწავლე სასწრაფოს კლინიკაში გადაყავს. “პირველების” კამერამ დააფიქსირა, როგორ მოიყვანეს აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც გონება ჰქონდა დაკარგული.
როგორც მოქალაქეები ამბობენ, სავარაუდოდ, ბევრი გაზი შეისუნთქა და მან გონება დაკარგა.
მანამდე, პარლამენტთან, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.
პრლამენტთან ამ დროისთვის ადგილზე ვითარება დაძაბულია.
სპეცრაზმი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებს. შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.