Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ აქციაზე დაგაკავეს – აუცილებელი რჩევები იურისტისგან

May 1, 2024
რა უნდა გაითვალისწინოთ თუ აქციაზე დაგაკავეს – აუცილებელი რჩევები იურისტისგან

“თუ დაგაკავეს აუცილებლად გაითვალისწინეთ:

1. დაკავების შემდეგ პოლოციის ავტომობილში, პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას ან განყოფილებიდან იზოლატორში ავტომობილით გადაყვანისას იმოქმედეთ იმ დაშვებით რომ პოლიციის მხრიდან ხორციელდება თქვენი საუბრის ჩაწერა. ამიტომ, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი პოლიციასთან კომუნიკაციისგან. საერთოდ თუ არ შეხვალთ კომუნიკაციაში უკეთესი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავსი ჩანაწერები პოლოციას გამოუყენებია დაკავებულთა პროცესის დროს დაკავებულის წინააღმდეგ.
შეგიძლიათ არ უთხრათ არც ვინაობა. თქვენ გაქვთ ამის უფლება და პოლიცია ვალდებულია თვითონ დაადგინოს თქვენი ვინაობა.
2. არ მოაწეროთ ხელი არცერთ დოკუმენტს. თქვენ გაქვთ ამის უფლება. უარი განაცხადეთ ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე – გარდა დოკუმენტისა სადაც აღწერილი იქნება თქვენთვის ჩამორთმეული ნივთები.
ამასთან დაკავშირებით პოლიცია ადგენს ნივთებით სარგებლობის შეზღუდვის ოქმს და ის არ არის დაკავების ოქმის ნაწილი.
3. მოითხოვეთ ჩამორთმეული ნივთების დალუქვა თქვენს თვალწინ.
4. პოლიციის განყოფილებაში ან მის ეზოში შესვლისთანავე, იზოლატორში გადაყვანამდე მოითხოვეთ სამედიცინო შემოწმება. თქვენ გაქვთ უფლება დაკავებისთანავე მოითხოვოთ ეს და პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველჰყოს თქვენი შემოწმება.
თუ არ აკეთებს ამას კანონს არღვევს, თუ აკეთებს შემოწმებას იძახებს სასწრაფო დახმარებას და აუცილებლად, სასწრაფო დახმარების მიერ ჯანმრთელობის შემოწმების შესახებ შედგენილ დოკუმენტში დააფიქსირეთ ყველა დაზიანება, ჯანმრთელობის პრობლემა რაც დაკავებისას ან მას შემდეგ შემოწმებამდე მოგადგათ, ასევე დააფიქსირეთ დაზიანებების წარმომავლობის მიზეზი.
5. თქვენ გაქვთ უფლება ადვოკატის ყოლისა და თქვენი დაკავების შესახებ ახლო ნათესავისთვის ან სხვა პირისთვის შეტყობინების უფლება.
6. იზოლატორში შესახლებისას სავალდებულოა თქვენი ჯანმრთელობის დეტალური შემოწმება. შემოწმებისას დეტალურად დააფიქსირეთ დაზიანებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე დააფიქსირეთ მათი წამომავლობის გარემოებები და მიზეზი – პოლიციის მხრიდან ცემა, დაკავებისას დაზიანების მიღება და ა.შ.
ამასთან, აუცილებლად ჯანმრთელობის შემოწმების შესახებ დოკუმენტში დააფიქსირეთ პრეტენზია პოლიციის ქცევის მიმართ, როგორც უკანონო დაკავების შესახებ, ასევე თქვენს მიმართ პოლიციის მხრიდან ცემის, არასათანადო, არაადამინირი, წამების ტოლფასი მოპყრობის შესახებ.
აუცილებლად, დააფიქსირეთ წერილობით რომ იზოლატორმა თქვენი პრეტენზია გადააგზავნოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ყურადღებით გაეცანით ამ დოკიმენტს, უზუსტობის შემთხვევაში მოითხოვეთ შესწორების შეტანა და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეთ ხელი იზოლატორში შედგენილ დოკუმენტს.
გავიმარჯვებთ!
არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!
საქართველო არ იქნება რუსეთი!

დაკავების შემთხვევაში ადვოკატის დახმარებისთვის დარეკეთ არასამთავრობო ორგამოზაციების ცხელ ხაზზე: 577070563″ –  წერს სოციალურ ქსელში თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და იურისტი ედუარდ მარიკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბატონი ჰერჩინსკი არის იმაზე უფრო ტრაგიკული პიროვნება, ვიდრე მისი წინამორბედი ჰარცელი, რომელსაც ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც არ აღირსეს”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ
  • ერთ დღეს ვიგებთ, რომ „ნაცები“ ალიანსიდან წავიდნენ, მეორე დღეს ამბობენ, რომ გააგდეს და გარიცხეს, შეგვიძლია, ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულებისა და გაგდებულების ერთობა ვუწოდოთ – რატი იონათამიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge