ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ყველაზე სასტიკ სპეცრაზმელად ცნობილი “ხარება” ბიძინა ივანიშვილთან მუდმივ პირდაპირ კოტაქტზეა. სიტაუციის ესკლაციიდან გამომდინარე მათი შეხვედრა საჭირო გახდა, რის შემდგომაც ბოლო მითითებები მან სწორედ ოლიგარქისგან მიიღო. ის არათუ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს გომელაურს არამედ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება. “მეტრონომის” ექსკლუზიური ინფორმაციით ის ოლიგარქ ივანიშვილთან ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს და მზადაა მისი დირექტივები პირდაპირ აასრულოს.
რა კავშრი აქვს ბიძინა ივანიშვილთან სპეცრაზმელს „ორი გვამის“ სკანდალური ვიდეოდან?
“ორი გვამის” სკანდალური ვიდეოდან, სპეცრაზმელი, ზვიად ხარებაშვილი, იგივე ხარება “ოცნების” ხელისუფლებამ არა მარტო დააწინაურა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსად დანიშნა, არამედ არამედ ის პირდაპირ კავშირზეა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან.
ირკვევა, რომ კომპანია “სარანგი”, რომლის ოფისის მისამართი გასაიდუმლოებულია, ორი გვამის ვიდეოს ერთ-ერთ გმირს, ზვიად ხარაზიშვილს და ივანიშვილს პირად მცველს, ზვიად ჭოხონელიძეს ეკუთვნით.
ტვ პირველმა მოიპოვა საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც ზვიად ჭოხონელიძე და სპეცრაზმის ერთ-ერთი მეთაური ორი გვამის ვიდეოდან ბიზნესს ფლობენ.კომპანია “სარანგი” 2014 წელს, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააფუძნეს.