ექიმი გიორგი ღოღობერიძე ფართოდ გავრცელებული მედიკამენტის „ომეპრაზოლის“ შესახებ საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს.
„ომეპრაზოლი კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად გამოიყენება. ამ მედიკამენტს ძალიან ბევრი ადამიანი სვამს. შეიძლება ითქვას, რომ კანფეტზე ხშირად ომეპრაზოლს სვამენ. ომეპრაოლის მიღების დროს მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტი გავითვალისწინოთ:
1. ომეპრაზოლი პნევმონიის განვითარების რისკს ზრდის, ამიტომ თუ თვითნებურად სვამთ, არსებობს რისკი, რომ ფილტვების ანთება განვითარდეს.
2. ომეპრაზოლის მიღების ფონზე ჩვენს ორგანიზმს ძალიან უჭირს კალციუმის შეწოვა – ეს თუ დაქვეითდება, ძვლები კალციუმს ვეღარ მიიღებს და ასაკობრივ ჯგუფს მოტეხილობის მარალი რისკი აქვთ. ოსტეოპოროზის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.
3. ომეპრაოზილის მიღების ფონზე იზრდება არა მარტო პნევმონიის და ოსტეოპოროზის რისკი, ასევე ფაღარათის განვითარების რისკი. ბაქტერიები აღარ ნეიტრალდება და ამას შეუძლია გამოიწვიოს ფაღარათი.
რომელი მედიკამენტები არ უნდა მიიღო, ან ექიმის ჩარევით უნდა მიიღო, ომეპრაოზილის მიღების შემთხვევაში – ესაა კლოპიტოგრელი, იგივე პლავექსი. ეს გამოიყენება მათთვის, ვინც გვინდა ინფაქტისგან და ინსულტისგან დავიცვათ. ამ შემთხვევაში შეიძლება ბებო და ბაბუ მოვკლათ, რადგან ომეპრაზოლი იმ ფერმენტს ბლოკავს, რომელიც კლოპიტოგრელს ორგანიზმში მოქმედების საშუალებას აძლევს და ამ შემთხვევაში ომეპრაზოლის მიცემა პაციენტს რისკს გაუზრდის და შესაძლოა, მიოკარდიუმის ინფაქტი დაემართოს ან ინსულტი. ექიმი ყოველთვის უნდა იყოს საქმის კურსში.
მედიკამენტი კეტოკონაზოლი, რომელიც სოკოების წინააღმდეგ გამოიყენება იწოვება, როდესაც პაციენტი სვამს ომეპრაზოლს, ამ შემთხვევაში შედეგი არ აქვს.
როცა პაციენტი არის ომეპრაზოლზე, ვარფარინის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ამ შემთხვევაში მაღალია რისკი, რომ სისხლჩაქცევეი განვითარდეს თავის ტვინში, შინაგან ორგანოებში. და შეიძლება პაციენტი ამის ფონზე მოკვდეს.
გარდა ამისა, თუ პაციენტი სვამს ომეპრაზოლს, საფრთხილოა ანტიდეპრესანტის მიღება. როცა პაციენტი სვამს ომეპრაზოლს, ანტიდეპრესანტების რაოდენობა სისხლში იმატებს. მათგან უფრო მეტი მავნებლობაა, ვიდრე სარგებელი. ყველაფერი მივიღოთ მხოლოდ ექიმის ჩარევით“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.