Saturday, July 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელ ოთახში უნდა მოვათავსოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში?

April 27, 2024
რომელ ოთახში უნდა მოვათავსოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში?

28 აპრილს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო ბზო­ბის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობს. რო­გორ აღ­ვნიშ­ნოთ ეს დღე სწო­რად, სად შე­ვი­ძი­ნოთ ბზა და რო­მელ ოთახ­ში უნდა ვი­ქო­ნი­ოთ ბზის ტოტი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

– როგორ უნდა აღვნიშნოთ ბზობა?
– ტაძარში შევხვდეთ ბზობას, ეს იქნება ყველაზე მართებული დახვედრა ამ დღისა. სპეციალური ლოცვა იკითხება და ამით ჩვენს რწმენასა და მადლიერებას გამოვხატავთ. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებამ გამოიწვია ქრისტეს განდიდება, იერუსალიმში

დიდებით მიღება, თუმცა ამავე დროს აღსრულდა წინასწარმეტყველება. სასწაულის ხილვამ აღაფრთოვანა ისრაელიანნი, მაგრამ მალევე გადაავიწყდათ. ბზობა ტოტების “განდიდებით” არ უნდა აღინიშნებოდეს. ვისთვისაც დაიფინა და გამოჩნდა ქვეყნად ის უნდა გვყავდეს გულში. სულიწმიდის მადლით მოვრწყათ ჩვენი სული, ბზამ რომ “იჯეჯილოს”.

– ბზა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შევიძინოთ?
– ზოგიერთი უფასოდ არიგებს, უმჯობესია სახლიდან მიტანილი და მოვლილი.

– ვინც ტაძრის გარეთ ყიდულობს ეს არ არის მისაღები?
– შეიძლება იყიდოს, რაიმე აკრძალვა არ არსებობს.

– თუ ბზას შინ ვახარებთ ქოთანში ან ეზოში, ბზობას როგორ მოვიქცეთ?
– ყოველ წელს მივიტანოთ და ვაკურთხებინოთ, ნიშნად იმისა რომ განგვიახლდეს ბზობის მადლი. ისე ყველა სახლში შეიძლება დარგული იყოს, მაგრამ ის დანიშნულება არა აქვს, რასაც კურთხევის შემდეგ იძენს.

– თუკი სახლში მიტანილ ნაკურთხ ბზას რტოები მოტყდა და ფოთლები ჩამოცვიცდა, ეს ცოდვად ითვლება?
– განგებ რაც არ კეთდება და მოუფრთხილებლობით, ცოდვაში არ გვეთვლება.

– ვისაც სახლში ძველი, გამხმარი ბზა აქვს იმას რა გზა უნდა მიუჩინონ?
– სუფთა ადგილას დაწვან ან დამარხონ.

– ბზობას თევზით არის ხსნილი?
– ეკლესიამ ნუგეშად დააწესა დღესასწაულის გამო. გარეგნული სუფრის მხარეც მშვენდება სიმდიდრით.

– თუ ვერ შევძელით ბზობას ტაძარში ბზის შეძენა, შეიძლება სხვას ვთხოვოთ მისი შეძენა?
– შეიძლება, მაგრამ ბზობის მნიშვნელობა ის არის, რომ ადამიანი საკუთარ სულსა და გულს რწმენით მიაგებებს უფალს.

– რომელ ოთახში ჯობია ვიქონიოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში – იქ სადაც უფრო ხშირად ვტრიალებთ თუ პირიქით, უფრო მშვიდ კუთხეში?
– სადაც ხატების კუთხე გვაქვს.

წყარო: shin.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „კიდევ ერთი საოცრად კეთილი და თბილი ბავშვი დავკარგეთ…“- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • “მეგობარს უთხრა, მალე თეთრ კაბას ჩავიცვამო… გული უგრძნობდა”- ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის გოგოს დედა მიმართვას ავრცელებს
  • კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge