Friday, August 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსეთში ე.წ. აგენტების კანონის საფუძველზე წიგნების განადგურება დაიწყეს – სასამართლომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში არსებულ 8 წიგნს “სიკვდილი მიუსაჯა”

April 24, 2024
რუსეთში ე.წ. აგენტების კანონის საფუძველზე წიგნების განადგურება დაიწყეს – სასამართლომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში არსებულ 8 წიგნს “სიკვდილი მიუსაჯა”

11:59 / 24-04-2024
რუსეთში ე.წ. აგენტების კანონის საფუძველზე წიგნების განადგურება დაიწყეს – სასამართლომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში არსებულ 8 წიგნს “სიკვდილი მიუსაჯა”
რუ­სეთ­ში წიგ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და­ი­წყეს, მათ შო­რის მოხ­ვდა ჩი­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის ლაო ძის მო­ნოგ­რა­ფია. გა­სულ კვი­რას, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მათი დაწ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა მას მერე, რაც არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (EUSP) სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი რვა წიგ­ნის გა­დარ­ჩე­ნის მო­თხოვ­ნით. მათ შო­რის არის ლაო ძის მო­ნოგ­რა­ფია და წიგ­ნი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მუ­ზე­უ­მებ­ზე. წიგ­ნე­ბი 1997-2004 წლებ­ში იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ი­ცა, რომ­ლე­ბიც წლე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ “არა­სა­სურ­ვე­ლად“ აღი­ა­რა. სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ EUSP, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ბრძა­ნა წიგ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა.

EUSP-მა პე­ტერ­ბურ­გის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვის ვებგ­ვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მო­ი­თხო­ვა ძერ­ჟინ­სკის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბა, რო­მელ­მაც 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ა­ჯა­რი­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტი სულ 70 ათა­სი რუბ­ლით რუ­სეთ­ში უცხო­ურ აგენ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბულ არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით.

უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­ა­სა­ჩივ­რა სა­სა­მარ­თლოს ორი იდენ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად ორ იდენ­ტურ სა­ჩი­ვარ­ში, მაგ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ამ დრომ­დე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ერთი მათ­გა­ნი. მე­ო­რე მოს­მე­ნა 13 მა­ისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით EUSP ვალ­დე­ბუ­ლია ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში არ­სე­ბუ­ლი “არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის“ მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი გა­ა­ნად­გუ­როს. ლა­პა­რა­კია 1997-2004 წლებ­ში რუსი გა­მომ­ცემ­ლე­ბის მიერ გა­მო­ცე­მულ სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც უცხო­ე­ლი სპონ­სო­რე­ბის – “ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი­სა” და კე­ნა­ნის ინ­სტი­ტუ­ტის (ვუდ­რო ვილ­სო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის გან­ყო­ფი­ლე­ბა) დახ­მა­რე­ბით გა­მო­ი­ცა. პირ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ არა­სა­სურ­ვე­ლად ცნო 2015 წელს, მე­ო­რე კი – 2022 წელს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან შე­მოწ­მე­ბი­სა და უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლე­ბის მიერ წიგ­ნე­ბის ამო­ღე­ბის­თა­ნა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მთლი­ა­ნად ჩა­მო­წე­რა ისი­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კის კო­ლექ­ცი­ი­დან.

EUSP აღ­ნიშ­ნავს, რომ არც “ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი” და არც კე­ნა­ნის ინ­სტი­ტუ­ტი არ არი­ან არც გა­მომ­ცემ­ლე­ბი და არც წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი და მათი ში­ნა­არ­სი არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი “არა­სა­სურ­ვე­ლად“ აღი­ა­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მას აფი­ნან­სებ­დნენ უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა რუ­სეთ­ში არა­სა­სურ­ვე­ლად არი­ან აღი­ა­რე­ბუ­ლი. სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ ორი წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზე და­ტა­ნი­ლია სო­რო­სის “ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის” სა­ავ­ტო­რო ლოგო.

პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში დიდი ხნით ადრე შე­ი­ტა­ნეს, ვიდ­რე ინ­სტი­ტუ­ტებს ქვე­ყა­ნა­ში არა­სა­სურ­ვე­ლად ცნობ­დნენ და ამის შემ­დეგ “ისი­ნი ინა­ხე­ბო­და სპე­ცი­ა­ლურ და­ხუ­რულ ფონდში“, – ამ­ტკი­ცებს EUSP. გარ­და ამი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, თა­ვად უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ჩა­მო­წე­რა ეს წიგ­ნე­ბი.

სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა, რომ წიგ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლურ ფონდში შე­ნახ­ვა და მათ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის შე­ზღუდ­ვა არ იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და ბიბ­ლი­ო­თე­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, მკი­თხველს წვდო­მა აქვს ბიბ­ლი­ო­თე­კის ყვე­ლა თა­რო­ზე.

დაც­ვის მხა­რის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ EUSP-დან ამო­ღე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი ასე­ვე ინა­ხე­ბა რუ­სე­თის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, რუ­სე­თის სა­ჯა­რო ის­ტო­რი­ულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და ისი­ნი შე­ტა­ნი­ლია სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში.

მე­ტიც, სა­ნამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს არა­სა­სურ­ვე­ლად ცნობ­დნენ, მათი მხარ­და­ჭე­რით წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა ლე­გი­ტი­მუ­რი იყო.

რე­ა­ლუ­რად წიგ­ნე­ბის ში­ნა­არ­სი არ უკავ­შირ­დე­ბა სო­რო­სი­სა და კე­ნა­ნის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ აკ­რძალ­ვა სა­ერ­თოდ არ შე­ე­ხე­ბა მის ში­ნა­არსს.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნეს, რომ ზო­გი­ერ­თი წიგ­ნი, რომ­ლის გა­მოც და­ჯა­რიმ­დნენ, ან სა­ერ­თოდ არ იყო გა­ცე­მუ­ლი მკი­თხველ­ზე (რო­გორც ჩანს, არ იყო მო­თხოვ­ნა­დი), ზოგი კი გა­მო­ი­ცა ბევ­რად ადრე, ვიდ­რე ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონს მი­ი­ღებ­დნენ.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არსებული ინფორმაციით, ოზურგეთში 64 წლის ქმარმა 60 წლის ცოლი სანადირო თოფით მოკლა
  • კოლუმბიაში აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
  • “დაკავებულია 44 პირი” – შსს განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge