ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს:
“საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.
არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება თქვენთან.
დაგპირდებიან ბიუჯეტიდან მეტ ფულს, მეტ მიწებს, მეტ პრივილეგიებს და ა.შ.
სასულიერო პირების მიერ ქადაგებებში პოზიტიურად მოხსენიების და საარჩევნო მხარდაჭერის სანაცვლოდ, ცხადია.
2020-ის არჩევნების მერე, ან შეძლებენ მაგ დაპირებების შესრულებას ან არა, წინა არჩევნებისგან პრინციპულად განახვავებული რეალობა იქნება მაღალი ალბათობით.
ამიტომ ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი.
‘სნაჩალა სტულია’-ზე უნდა გადახვიდეთ, ბაზრის ახალი წესრიგი ითხოვს
“არ უჭირთ მაგათ ფული
ა) ერთობლივი ფოტო – მინიმალური ფასი
ბ) ვიდეო – მინიმალურზე ცოტა მეტი
გ) ლოცვებში მოხსენიება – საშუალო ფასი
დ) პოლიტიკური ოპონენტების ცუდად მოხსენიება – კარგი ფასი
ე) ეპისტოლეში მოხსენიება – ძვირი ფასი
ვ) გრაჩოვივით მონათვლა – უძვირესი”, – წერს ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.