ტელეგრამ ჯგუფებში საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონკრეტულ სკოლებში ტერაქტის საფრთხე არსებობს და ამ მიზეზით რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში ორშაბათს სწავლა გაუქმებულია. არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ინფორმირებულია.
“🆘მეგობრებო ტელეგრამ ჯგუფში ვრცელდება საფრთხილო ინფორმაცია თბილისის რამოდენიმე სკოლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სავარაუდოდ საქმის კურსშია თუმცა მშობლებო მაინც გადაამოწმეთ სკოლის ნომერი და ჩააყენეთ საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია, ასევე ეცადეთ ბავშვები არ გაუშვათ სკოლაში, რამოდენიმე სკოლაში გაუქმდა ხვალ სწავლა ❗️
ბმული კომენტარებშია ❗️❗️” – ვკითხულობთ პოსტში.