Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კულტურის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

April 20, 2024
კულტურის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს და წერს, რომ გარდაიცვალა ქართველი ხელოვანი, მხატვარი ირაკლი სუთიძე.

“საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 80-იანელ ქართველ მხატვართა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ირაკლი სუთიძის, გარდაცვალების გამო
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ (დაზგური გრაფიკა), 1983-1986 წლებში, მუშაობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში.
ირაკლი სუთიძე აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებსა და პროექტებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (Ca Global Future, ვენა, ავსტრია, 1994; კავკასიელი მხატვრები, ლიბერალურ პროფესიათა სახლი, მონპელიე, საფრანგეთი, 1999; “შეეხე საქართველოს”, გერმანიის განვითარების ბანკი, კიოლნი, გერმანია, 2013; Mia Casa, ტოსკანა, იტალია, 2015 და სხვ.); ასევე, ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა თბილისში.
ირაკლი სუთიძის მკაფიოდ ინდივიდუალური, სახასიათო მხატვრული ხერხები მის მონუმენტურ კოპოზიციებს რომანტიკულობის ელფერს ანიჭებს. მისი ცალკეული სცენები განზოგადოებულ სახე-ხატებად წარმოგვიდგება და რელიგიურ თუ მითოლოგიურ ასოციაციებს იწვევს.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა მუზეუმსა თუ გალერეაში: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, გალერეაში “ელექტრა“ (საუსალიტო, აშშ), ნიკოლა სტრონახის გალერეაში (ფერმოილ ლოჯი, კასტელო, ირლანდია) და გერცევის გალერეაში (მოსკოვი, რუსეთი), აგრეთვე, კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდების სამეფოში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ჰაიტიზე, იაპონიაში, კორეაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო უსამძიმრებს ირაკლი სუთიძის ოჯახსა და ახლობლებს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge