Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ ვიცი, მაპატიეთ ბოლომდე ვერ ვწერ ჩემს სათქმელს” – სალომე ფაცაციას ემოციური მიმართვა ავარიის შემდეგ

April 9, 2021
“არ ვიცი, მაპატიეთ ბოლომდე ვერ ვწერ ჩემს სათქმელს” – სალომე ფაცაციას ემოციური მიმართვა ავარიის შემდეგ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია, რომელსაც მანქანის მართვის დროს მატარებელი დაეჯახა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის “მეორედ დაბადებაზე” წერს და მადლობას ერს და ბერს უხდის, განსაკუთრებით კი, ექიმებს, რომლებიც მის გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ.

“პრაიმტაიმი” დეპუტატის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, მადლობა წმინდა გაბრიელს მფარველობისთვის, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, ყველას სათითაოდ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მგონია, მთელი არმია კეთილი ადამიანებისა ჩემს გვერდით იყავით და ხართ ამ განსაცდელის ჟამს. დიდი მადლობა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას, მეუფე გერასიმეს, Fridon Asatiani-ს, დედა დინარის, მამა ექვთიმეს, ოჭანეს წმ.ნინოს დედათა მონასტერს, კორცხელის დედათა მონასტერს, დედა ნანას, მცხეთის სამთავრო მონასტერს,

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ზუგდიდის მერს ბატონ გიორგი გეგა შენგელიას, ჩემს მეგობარს Konstantine Kakava-ს, Tazo Patsatsia-ს, ედიტა კოდუას, ბატონ მერაბ ქვარაიას, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, გიორგი ჩიქოვანს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს. ბოდიში თუ ვინმე გამომრჩა. ყველა ჩემს მეგობარს (არცერთს არ გნიშნავთ, რადგან უამრავი ხართ) მადლობა საპატრულო პოლიციას, Irakli Chitanava-ს.

ახლა რაც შეეხება კლინიკას, სადაც ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიან, დავიწყებ: Levani Ratiani-ით,  ტკივილისგან გამწარებულს ტელეფონში ხმა მესმის – “მოლართ კუჩხის ქიგგორინუანქ” (წამოდი, ფეხზე დაგაყენებ). მითხრა და ორ წუთში ხელი მოვაწერე თბილისში გადაყვანაზე, სიტყვები არ მყოფნის ამ ადმიანის საქები, ეს ადმიანი არის ანგელოზი დედამიწაზე, ყველაზე ძლიერმა ტკივილგამაყუჩებელმა ვერ გამიყუჩა ტკივილი….

ტკივილისგან, ცრემლით დასველებული სახე მისმა “ბუთქუჩა” თითებმა ჩამიხუტა და ტკივილმაც გამიარა, პროფესიონალი, თავის საქმის მცოდნე, ჩვენ ის უფალმა გამოგვიგზავნა და უნდა გავუფრთხილდეთ. რეანიმაციაში ვითვლიდი, თუ რამდენ ადმიანს ჩუქნიან სიცოცხლეს, რამდენ ოჯახს აბედნიერებენ.

გიორგი ბარაბაძე თავის საქმის პროფესიონალი, უთბილესი და ყურადღებიანი ადამიანი, რეანიმაციის მთელს გუნდს ძალიან დიდი მადლობა, გიორგი ჩიქოვანს, თიკო ექიმს, რომელიც ორსულადაა და 24 საათი სხვების სიცოცხლის გადასარჩენად რეანიმაციაშია, მადლობა ჩემს ექიმებს გიორგი ობგაიძეს, ლევან ჩიკვატიას, ირაკლი გარდავას, ბესოს – ყველანი ხართ პროფესიონალები.

არ ვიცი, მაპატიეთ ბოლომდე ვერ ვწერ ჩემს სათქმელს. დღეს გამომწერეს, მარცხენა ფეხზე გამიკეთდა მენჯ- ბარძაყის და წვივის ოპერაცია. სახლში თბილისში გავივლი რეაბილიტაციის პერიოდს, მჯერა ღვთის მადლით მალე დაგიბრუნდებით და ძალიან მალე წამოვდგები ფეხზე.

P.s. მათ, ვისაც გაინტერესებთ, მატარებელი რატომ ვერ შევნიშნე, რატომ არ გავაჩერე და ა.შ… ყველაფერი უფლის ნებაა, გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი!!! გვახსოვდეს!!! წამია წუთი სოფელი” – წერს დეპუტატი.

24 მარტს, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, საკონსერვო დასახლებასთან, ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რომლის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, სალომე ფაცაცია დაშავდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლუკა ძაძამია საკრებულოს დატოვებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
  • პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge