გიზიარებთ სახის ნიღბის რეცეპტს, რომელსაც ბოტოქსის ეფექტი აქვს და იდეალურია სახლის პირობებში ნაოჭების წინააღმდეგ. ეს პროცედურა შეგიძლიათ 10 დღეში ერთხელ ჩაიტაროთ.
დაგჭირდებათ:
კვერცხი 1ც
სახამებელი 2 ჩ/კ (მე კარტოფილის გამოვიყენე)
ზეითუნის ზეთი 2 ჩ/კ
მომზადება:
ავიღოთ ორი ჯამი, ერთში მოვათავსებთ კვერცხის ცილას, მეორეში – კვერცხის გულს, ავთქვიფოდ სათითაოდ, გულს და ცილას ვუმატებთ სათითაოდ თითო-თითო კოვზ სახამებელსა და ზეითუნის ზეთს.
პირველ რიგში, კვერცხის მასა გადავანაწილოთ თვალის ირგვლივ და კისერზე. ცილის ნარევი კი მთელ სახეზე დაიტანეთ.
ნიღაბს ვაჩერებთ 35-40 წუთით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
gemrielia.ge