შევარდნაძესაც კი არ ეშინოდა ხალხთან ლაპარაკის და ამ არაკაცებს ამის თავიც არ აქვთ – ამის შესახებ მთავრობის კანცელარიასთან მისულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა გამბედაობა და გამოდიოდა ხალხთან. მასაც კი არ ეშინდოა ხალხთან ლაპარაკის და ამ არაკაცებს თავი არ აქვთ, გამოვიდნენ და ხალხს დაელაპარაკონ. ეს არის ვორონციოვის ხელისუფლება, რომელსაც ფეხზე ვკიდივართ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მთავრობის კანცელარიასთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია – არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ სავარაუდოდ 1 პირი დააკავა. სავარაუდოდ, რამდენიმე მომიტინგე დაშავდა კიდეც.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული 1 საათიანი ვადა ამოიწურა, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი პრემიერ კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ. დემონსტრანტებს კიდევ ორი მოთხოვნა აქვთ – გაიწვიოს “ოცნებამ” რუსული კანონი და გაათავისუფლონ აქციებზე დაკავებულები.