პარლმენტთან„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.
პარლამენტთან აქცია – „არა რუსულ კანონს“ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, დილიდან მიმდიანრეობდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.