გარდა ალუჩისა, მაღალია იმპორტული საზამთროსა და შავი თუთის ფასიც. მაგალითად, 1 კგ შავი თუთა მარკეტებში 40 ლარი ღირს, ხოლო 7-8 კგ-იანი საზამთრო 75 ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ 1 კგ საზამთროს ფასი 9.4 – 10.7 ლარის ფარგლებში მერყეობს.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში 14 660 დოლარის 12.97 ტონა საზამთრო შემოვიდა იმპორტით. 1 კგ საზამთროს საიმპორტო ფასი დაახლოებით 1.1 დოლარს შეადგენს (იმპორტის პერიოდში კურსით 2.95 ლარი). ეს ნიშნავს იმას, რომ იმპორტირებული საზამთრო მინიმუმ 218-263%-იანი ფასნამატით იყიდება.
დავინტერესდით, რა რაოდენობის ალუჩა და თუთა შემოვიდა საქართველოში იმპორტით და რამდენს შეადგენდა მისი საიმპორტო ფასი, თუმცა ცალკე მათი სტატისტიკა არ იწარმოება და ხილის რამდენიმე სახეობასთან ერთად, ერთ კატეგორიაშია წარმოდგენილი.