Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ განვასხვავოთ ბავშვებში ყივანახველა ჩვეულებრივი ხველისგან და რა სიმპტომებით არის გამოხატული ეს დაავადება?

April 10, 2024
როგორ განვასხვავოთ ბავშვებში ყივანახველა ჩვეულებრივი ხველისგან და რა სიმპტომებით არის გამოხატული ეს დაავადება?

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ცნობით, 2024 წელს ყივანახველას შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული. ამის შესახებ ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისივე თქმით, ყივანახველის დროს ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არც საქართველოში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება.

“ყივანახველას დიაგნოზით ბავშვი იმ შემთხვევაში შეიძლება მოთავსდეს სტაციონარში, თუ დაავადება ფილტვების ანთებით გართულდა. იმ პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მოთავსდნენ, ყივანახველის განვითარების გართულებები აღენიშნებათ. ფილტვების ანთება შესაძლოა განვითარდეს დაავადების დასაწყის ეტაპზე, ან ალაგების დროს.

2024 წელს ყივანახველას შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს ქვეყანაში ყივანახველის 119 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, წელს კი, 10 აპრილამდე პერიოდში 235 შემთხვევა გვაქვს.

მთავარია, რომ მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ხველის გახანგრძლივების ფაქტს. დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები იმდენად სპეციფიკურია, რომ მშობელსაც და ექიმსაც შეუძლია აქტიურ ფაზაში მისი გარჩევა.

დაავადების დაწყებიდან 2 კვირამდე პერიოდში ვითარდება ტიპური რეპრიზი, ყივილის მსგავსი ხმა, რომელიც მოჰყვება რამდენიმე შეუჩერებელი ხველის ეპიზოდს.

ეს იწყება დაავადების პირველი ნიშნის გამოვლენიდან 2 კვირის შემდეგ და რიგ შემთხვევაში თან ახლავს ღებინების შეგრძნება, მწვავე შეტევის ფაზაში სახეზე სიწითლე და ჰაერის უკმარისობა, ასევე სისხლჩაქცევების განვითარება. ყივანახველას ხველის ხანგრძლივობა გამოარჩევს. ხველა, შესაძლოა, გაგრძელდეს 100 დღემდე.

ვაქცინაცია პრევენციის ყველაზე მთავარი ფაქტორია. ყივანახველის დროს ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არც საქართველოში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუთი კვებას. პირველი 6 თვე, ბავშვის იმუნიტეტი დედის რძისგან ყალიბდება, ანტისხეულების ხარჯზე. თუ ძუძუთი კვებაზეა ბავშვი, პირველი 6 თვე დაცულია. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა თავიდან აცილების თვალსაზრისით,” – აღნიშნა ჩხაიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge